სოფელ ოკამთან და რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
სოფელ ოკამის მიმდებარედ ორი სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, 10-მდე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო, დაშავებულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც.
ავარიის შედეგად დაშავებულები კასპის და გორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კლინიკა ”გორმედში” სხეულის დაზიანებით 4 მოზარდია მოთავსებული.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცენტრალური ავტომაგისტრალის რუისის მონაკვეთზე, სადაც სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს.