ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, ლეონიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში BMW-ს მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს მოძრავ ჯიპს, შემდეგ კი, მიკროავტობუსს დაეჯახა.
მიზეზი სავარაუდოდ, ავტომანქანის მოცურება გახდა.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. სამივე რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.