ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, ბათუმის წყლის მობილურმა ჯგუფებმა დილიდანვე დაიწყო პრევენციული ღონისძიებების გატარება.
გაიწმინდა ბაგრატიონისა და დემეტრე თავდადებულის კვეთაში არსებული სანიაღვრე არხები და სანიღვრე ჭები, აღნიშნული სამუშაოები ასევე ჩატარდა გრიბოედოვისა და გორგილაძის კვეთაში.
გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა: ლერმონტოვის, ჯავახიშვილის, კობალაძის, მეჯინისწყლისა და პატარა ჭოროხის ზღვაში გამსვლელ სანიაღვრე არხებზე.
მობილიზებულია სპეცტექნიკა და მობილური ჯგუფები. საჭიროების შემთხვევაში ბათუმის წყალი იმუშავებს უწყვეტ რეჟიმში. ბათუმის წყლის ცხელი ხაზის ნომერია : (0422) 24 22 22