სამეგრელოს რეგიონში გრიგალმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
ქარმა ზუგდიდში რუხის დასახლებაში დევნილების კომპაქტურ დასახლებების შენობებს სახურავები გადახადა, ასევე ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა.
წალენჯიხის სოფელ ჯალაში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლებს მინები ჩაამტვრია და სახურავები გადახადა.
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს და საშენი მასალით დახმარებას დაპირდნენ.
შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დადგენს.