დედოფლისწყაროს რაიონში დიდი ნალექის შედეგად ათობით საცხოვრებელი სახლის სარდაფები და პირველი სართულებია დატბორილი. მწყობრიდანაა გამოსული წყლის საცავი ნაგებობები, მოშლილია ინფრასტრუქტურა, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანებულია შიდა და ცენტრალური გზები. ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მთელი რაიონი. დახოცილია შინაური ფრინველი და პირუტყვი.
სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მობილიზებულია ტექნიკა და დატბორილი სახლებიდან ახლაც წყალს ტუმბავენ. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს ითვლის.