ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.