ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. ქართული მხარე დღეს უკანონო ბორდერიზაციისპროცესს და საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებას კვლავ გააპროტესტებს, ასევე მოითხოვს 2016 წლის ივნისში დაკავებული გიორგი გიუნაშვილის უპირობოდ გათავისუფლებას.
დღესვე იმსჯელებენ ოკუპირებულ ახალგორში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხზეც, რომლის საქმეც ოსურმა მხარემ დახურა, თუმცა ქართული მხარე თვლის რომ პასუხგაუცემელი კითხვები კვლავ ბევრია და ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება.
ფორმატის გაშუქებისას კვლავ ძალაში რჩება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მედიისთვის დაწესებული შეზღუდვები.