აჭარაში მყოფი ბელარუსის დელეგაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრას აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიც იმყოფებოდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე იყო საუბარი. ბელორუსის დელეგაციასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე ბელარუსული ლიფტებისა და ჩქაროსნული მატარებლების შესაძლო ექსპორტირების საკითხს.
თუმცა, როგორც ბელარუსის ვაჭრობის მინისტრმა აღნიშნა, მთავარი თემა მაინც ქვეყნებს შორის ტურიიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაა. ბელარუსული დელეგაცია ამ მიმართულებით რეგიონის პოტენციალს უკვე მეორე დღეა ეცნობა.