ჩაქვში 30-წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც "აჭარის ტელევიზია" იტყობინება, არაოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთი მოწმე იყო, რამდენიმე დღის წინ, ჩაქვში მოკლული 50-წლამდე მამაკაცის საქმეში.
არსებული ინფორმაციით, ანზორ კონცელიძე, 13 ადამიანმა მას შემდეგ სცემა, რაც სახლთან ჩხუბის გაშველებას ცდილობდა. ნაცემი მამაკაცი, 4 დღეში, რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახს სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს.
ტელევიზიის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საქმეზე მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით კვალიფიცირდება. სამინისტროში არ აზუსტებენ, შესაძლებელია თუ არა გამოძიებამ დღევანდელი სუიციდის ფაქტი მოკლული მამაკაცის საქმეს დაუკავშიროს.