სტომატოლოგიურ კლინიკებს ფუნქციონირებისთვის ე.წ. ტექნკურ რეგლამენტაციის დაქვემდებარება დასჭირდებათ. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, რიგგარეშე სესიაზე, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას აისახა.
ცვლილებები გულისხმობს ჯანდაცვის სფეროს ახალ სალიცენზიო სისტმაზე დაქვემდბარებას, რომელიც ნიშნავს აქამდე არსებული 43 სახის ლიცენზიის გაუქმებას და სამი სახის ნებართვის შემოღების აუცილებლობას. რაც შეეხება სტომატოლოგიურ კლინიკებს, კანონპროეტით მათ ტექნიკურ რეგლმენტაციაში მოქცევა მოუწევთ, რადგან ამის გარეშე ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება ტექნიკურ რეგლამენტაციას, ამას ჯანდაცვის სამინისტრო დაადგენს.
აღსანიშნავია, რომ ეს მოთხოვნა კანონპროექტში მთავრობამ პარლამენტის მოთხოვნის შემდეგ ასხა. როგორც პარალმენტის ვიცე-სპიკერი, გიგი წერეთელი აცხადებს, სტომატოლოგიურ კაბინეტებში ძალან დიდი რისკებია ინფექციური დაავადებების და მათ შორის შიდსის, ჩ ჰეპატიტის გადადების და ამიტომ დაუშვებელია, რომ ეს კაბინეტები კონტროლის გარეშე ფუნქციოირებდნენ. შესაბამისად, კონკრეტულად სტომატოლოგიური კაბინეტებისათვის დაწესდება ტექნიკური რეგლამენტაცია. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რეგლამენტის შესრულებაზე სამინისტრო კლინიკების კომპლექსური შემოწმების ჩატარებას არ აიღებს და მათ, მხოლოდ გარკვეული ინფორმაციის ან შერჩევითობის პრინციპის მიხდევით შეამოწმებენ. ამასთან, ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჯანდაცვის სამინისტრო მისცემს მათ ცნობას, რომ ექვემდებარებიან ტექნიკურ რეგლამენტაციას.