ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატის, თამაზ ჟორჟოლიანის დაღუპვის გამო, მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები გაიმართება.
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განმარტებით, არჩევნები სავარაუდოდ, მომავალი წლის მაისში ჩატარდება.
„თუ რამე არ შეიცვალა საარჩევნო კოდექსში დამატებით, არჩევნები გაზაფხულზე იქნება, მანამდე კი საკრებულო 49 მანდატიანი წარმომადგენლობით იმუშავებს“, - აღნიშნა მირანდა მესხმა.
ცნობისთვის, თამაზ ჟორჟოლიანი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ნოემბერს დაიღუპა.