მენაშენეთა ასოციაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სამშენებლო კომპანია "აქსისის" გენერალური დირექტორი გიორგი კაპანაძე ამ თანამდებობაზე როტაციის პრინციპით შეირჩა, რადგან მენაშენეთა ასოციაციის დებულების თანახმად, ასოციაციას ერთი წლის განმავლობაში ანბანის მიხედვით მისი წევრები თავმჯდომარეობენ.
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის გიორგი კაპანაძის განცხადებით, შემუშავებულია ასოციაციის სტრატეგიული გეგმა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს.
"პირველია ბანკებთან ურთიერთობის დალაგება და ბანკებთან ურთიერთობის სტრატეგიის შექმნა. მსოფლიოში სამშემებლო ბიზნესი საბანკო ბიზნესთან თანამშრომლობის გარეშე ვერ ფუნქციონირებს და მნიშვნელოვანია ამ მხრივ ბაკებთან ურთიერთობები დავალაგოთ, რაც საბოლოოდ ორივე სექტორისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენი მეორე პრიორიტეტია კლიენტებისათვის უსაფრთხოების ზომების შემუშავება. რათა სამშენებლო კომპანიებისადმი კლიენტების ნდობა აღდგეს; მესამე მნიშვნლოვანი პრიორიტეტია კვლევების ჩატარება. ასეთი კვლევები გასულ წლებშიც ტარდებოდა და 2010 წელსაც ჩატარდება, რათა ვიცოდეთ რა ტიპის მშენებლობებზეა მოთხოვნა და რა ფასის გადახდა შეუძლია კლიენტს", - განაცახადა მენაშენეთა ასოციაციის ახალმა თავმჯდომარემ გიორგი კაპანაძემ.
მისი განცხადებით, მერიის მიერ გამოცხადებული პროექტი, რომელიც სამშენებლო კომპანიებს მშენებლობების დასრულების საშუალებას აძლევს, მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ წლის ბოლოს ამ პროექტის მესამე ეტაპი გამოცხადდება.
"დღეისათვიოს ბაზარზე დასრულებული პროდუქტის დეფიციტია და ამ მიმართულებით მერიის პროგრამა მნიშვნელოვანი იყო. მისი განხორციელება სამშენებლო ბაზარზე იმოქმედებს და შემოდგომისთვის ამ სეგმენტის გამოცოცხლებასაც ველით", - განაცხადა კაპანაძემ.
იმისათვის რომ კლიენტსა და სამშენებლო კომპანიას შორის ნდობა აღდგეს, "აქსისის" გენერალური დირექტორის განცხადებით, ერთი თვის განმავლობაში კომპანია "აქსისი" შეიმუშავებს სპეციალურ გეგმას კლიენტებისთვის, სადაც გაწერილი იქნება, რომელი მშენებლობა რა პერიოდში უნდა დასრულდეს. შესაბამისად კლიენტს საშუალება ექნება ღიად დააკვირდეს ამ მშენებლობების მიმდინარეობას. როგორც კაპანაძე განმარტავს, ის, რომ სამშენებლო კომპანიასა და კლიენტს შორის ნდობა დაიკარგა, სამშენებლო კომპანიის ბრალი არ არის. ეს, უბრალოდ, გარემო პირობებმა და გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა მოიტანა.