თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დილით ოჯახის წევრებმა იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი ჯერ უცნობია.