თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მთის ფერდობზე მოძრავი ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავარდა და რამდენჯერმე გადატრიალდა.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთი მგზავრი მანქანიდან გადმოვარდა, ორი კი სამაშველო ბრიგადის დახმარებით ამოიყვანეს. სამივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.