საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მაჯით მამედოვს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
საზოგადაოებრივი მაუწყებელი ადგილობრივებზე დაყრდონით იუწყება, რომ მკვლელობის მიზეზი ვალი გახდა. როგორც ირკვევა, მხარეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მამედოვმა მოვალისგან თანხა მოითხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ძვირფასი ნივთების წამოღება სცადა.
შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და დაკავებისთვის მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.