ბათუმში ერთდროულად სამი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, პირველი შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის გზაზე, ჩაქვის გვირაბთან მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ასევე, გორგილაძის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე ქალს მოტოციკლეტი დაეჯახა. მისი მდგომარეობაც სტაბილურია.
სამივე შემთხვევაზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.