შინდისის საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთი კვლავ დაულუქავია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ინფორმაციით, ყუთი უბანზე უკვე შემოატარეს, თუმცა არ ხდება მისი დალუქვა.
"გადასატანი ყუთი არაა დალუქული. მოვითხოვე ახსნა-განმარტება და მიპასუხეს: ოჯახის წევრებს, ვისთანაც საარჩევნო ყუთი უნდა მიიტანონ, სძინავთ და მათ გაღვიძებას ველოდებითო", - განაცხადა ენმ-ის წარმომადგენელმა.
საუბნო კომისიის წევრის განცხადებით, გადასატანი ყუთს მოქალაქესთან იმ დროს მიიტანენ, როდესაც ის გაიღვიძებს.