მარნეულში არჩევნების დასაწყებად ყველაფერი მზად არის - ამის შესახებ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა ასანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მარნეულში 98 300 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
„სულ გვაქვს 89 უბანი, მარნეულის 22 საარჩევნო ოლქი. დილის 07:00 საათზე შეიკრიბა საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რაც აუცილებელია არჩევნების დასაწყებად. სულ 98300 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამ ეტაპზე, რაიმე სახის დარღვევა არ ფიქსირდება“, - განაცხადა კობა ასანიძემ.