ზესტაფონში, კლინიკა „ფერომედში“ ინტოქსიკაციით კიდევ ექვსი ბავშვი გადაიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, ექვსივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათი მოწამვლა ტორტმა გამოიწვია.
რაც შეეხება „ჯეო ჰოსპიტალში“ მოთავსებულ რვა პაციენტს, ხუთი ბავშვი უკვე გაწერეს, დირექტორი, პედაგოგი და აღსაზრდელის ბებია კი საავადმყოფოში რჩებიან.
ცნობისთვის, სოფელ ილემის ბაღში სულ 14 ადამიანი მოიწამლა.