კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო, მსუბუქ ავტომობილში მყოფი 30-წლამდე კაცი, რომელიც ადგილზე სამშენებლო დანიშნულების ტრაქტორს დარაჯობდა, მდინარეში აღმოჩნდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და დახმარებას საჭიროებდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე, გორის სამაშველო განყოფილების მაშველთა ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მივიდა.
მათივე ცნობით, შსს-ს მაშველები ადიდებულ მდინარეში, სწრაფი დინების მიუხედავად, ნავით შევიდნენ და განსაცდელში მყოფი კაცი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
ამ დროისთვის, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.