ქედაში მეწყრული პროცესების გამო დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, 10 თემის მიმართულებით შეფერხებულია საავტომობილო მიმოსვლა, სამი თემის მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება .
ამასთანავე, საჭირო გახდა 15 ოჯახის გახიზვნა.
მდინარის ადიდების გამო, დატბორილია ქედის ცენტრალური პარკი. დამეწყრილ ტერიტორიებს უკვე სწავლობენ გეოლოგები. მათი დასკვნის შესაბამისად გადაწყდება, მოუწევთ თუ არა ალტერნატიული საცხოვრებლების გამოძებნა გახიზნულ ოჯახებს.