ხარაგაულის სოფელ ლაშეში გადაუღებელი წვიმის გამო მდინარე ჩხირიმელა ადიდდა.
არსებული ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ სოფელ ლაშეში გზის ნაწილი წაიღო. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.
სოფლის გზა ცენტრალურ ავტომაგისტრალსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აკავშირებს, რის გამოც მუნიციპალიტეტის ცენტრში მანქანები შემოვლითი გზით მოძრაობენ.