რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნას ატარებს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ვადიმ ასტაფიევმა აცნობა. ტაქტიკური სწავლება ცაბალის პოლიგონზე იმართება. წვრთნის ფარგლებში სამხედროები პირობითი მოწინააღმდეგის ავიაციასა და ჯავშანტექნიკას გაანადგურებენ. სწავლებაში 500-მდე სამხედრო მოსამსახურე და 100 ერთეული სამხედრო ტექნიკაა ჩართული.