ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერ წვიმას ბათუმში პრობლემები არ შეუქმნია. შეუფერხებლად მუშაობს ქალაქის სანიაღვრე სისტემა, გაწმენდილია ზღვაში გამსვლელი არხები.
,,ძლიერი ქარის გამო, 6 მაისის პარკში წაიქცა მაგნოლიის ხე. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხის გატანის სამუშაოები. ასევე დაზიანდა 5 ძირი ევკალიპტი. უახლოეს მომავალში ჩატარდება შესაბამისი ღონისძიებები დაზიანებული ხეების აღდგენის მიზნით. ბათუმის გამწვანების სამსახური ახორციელებს ქალაქში არსებული ხე-მცენარეების მონიტორინგს. ამ დროისთვის სხვა დაზიანებები არ გამოვლენილა.
რაც შეეხება წყალმომარაგებას, ჩაქვისა და ჩაისუბნის სათავე ნაგებობაზე წყლის დონის მაქსიმალური ზრდისა და ამღვრევის გამო, წყლის მიწოდება ვერ ხერხდება ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებისთვის. ნაწილობრივ შეზღუდულია წყალმომარაგება გოროდოკის, ბარცხანისა და თამარის დასახლების აბონენტებისთვის. ასევე, ჩაქვის, განთიადისა და მახინჯაურის მოსახლეობისთვის. წყალმომარაგება სათავე ნაგებობაზე წყლის დონის დაწევისთანავე აღდგება”, - აცხადებენ მერიაში.