ჩხოროწყუში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე, ლეგახარიეს მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი მოსრიალდა, ბორდიურს შეეჯახა და ხრამში გადავარდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მანქანაში იმყოფებოდნენ ძმები სოფელ ხაბუმედან. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი ძმა, ხოლო მეორე ჩხოროწყუს საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.