ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება აზიური ფაროსანას საბავშვო ბაღში აღმოჩენის შემდეგ ღებულობს პრევენციულ ზომებს და ბათუმის საბავშვო ბაღებში სამი სამუშაო დღით 16, 17, 18 ოქტომბერს წყვეტს სააღმზრდელო პროცესს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნატალია ზაქარეიშვილი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, მწერის გასანადგურებლად, შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტურის დაგეგმარების სამსახური სპეციალური ხსნარებით დაამუშავებს და შეწამლავს საბავშვო ბაღების ეზოებს.
"ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება აზიური ფაროსანას საბავშვო ბაღში აღმოჩენის შემდეგ ღებულობს პრევენციულ ზომებს და ბათუმის საბავშვო ბაღებში სამი სამუშაო დღით 16, 17, 18 ოქტომბერს წყვეტს სააღმზრდელო პროცესს. მწერის გასანადგურებლად, შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტურის დაგეგმარების სამსახური სპეციალური ხსნარებით დაამუშავებს და შეწამლავს საბავშვო ბაღების ეზოებს. სამი დღით სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა აღსაზრდელების უსაფრთხოების გამო გადაწყდა", -წერს ბაღების გაერთიანების დირექტორი.