საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ახალგაზრდა გოგონა ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, Mitsubishi-ის მარკის ავტომობილი Ford Transit-ს დაეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ Mitsubishi-ის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ირკვევა, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
შსს-მ გამოძება ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.