ახმეტაში 86 წლის ქალს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ოლია კაცელაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ის სახლიდან 5 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი არავის უნახავს.
საქარველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოხუცი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ოფიციალურად გამოაცხადეს და მის ძებნას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობენ.