ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში 7 თვის ბავშვმა აზიური ფაროსანა გადაყლაპა.
არსებული ინფორმაციით, ჩვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსა, სადაც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა.
ამ დროისთვის, ბავშვი საავადმყოფოდან უკვე გაწერილია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.