საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად, ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.