ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ხევმა დუშეთის რაიონში საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო მიწები დატბორა.
დუშეთის რაიონში რამდენიმე ათეული სახლია დატბორილი. წაიღებულია სოფლებთან დანაკლიასკართან და კობისკართან დამაკავშირებელი ხიდები.
სტიქიის შედეგად დატბორილია სასოფლო-სამეურნეო მიწები, დახოცილია შინაური ფრინველი.
სტიქიის შედეგად რაიონისთვის მიყენებულ ზარალის სპეციალური კომისია დაითვლის.