ნატოს საინფორმაციო ცენტრის ბათუმის ბიუროში ბათუმის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წარმომადგენლები ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალგაზრდულ პროექტებს და მომავალში განსახორციელებელ პროგრამებს, ასევე სტუდენტების აქტიურ მონაწილეობას აღნიშნულ პროექტებში.
სტუდენტებს ხუთი პროექტი უკვე წარდგენილი აქვთ. მერიის წარმომადგენლების განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.