უახლოეს მომავალში აჭარის მთავრობას რეგიონში სახელოვნებო სკოლების გახსნის უფლება მიეცემა. "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ცენტრიდან რეგიონზე სახელოვნებო სკოლების გახსნის დელეგირება მოხდება.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მათე ტაკიძემ განაცხადა, დღემდე არსებული საკანონმდებლო ბაზა, აჭარის მთავრობას საშუალებას არ აძლევდა, რეგიონში სახელოვნებო სკოლები გაეხსნა, თუმცა მას შემდეგ რაც კანონში ცვლილებები შევა, აჭარის მთავრობას ამის ექნება.
ტაკიძის განმარტებით, წლის ბოლომდე აჭარაში დაგეგმილია ფოლკლორის, ხელოვნებისა და კულტურის კოლეჯის გახსნა.