3 დღის ძებნის შემდეგ ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, გვარად ხურცილავა მოკლული იპოვეს. სამართალდამცავებმა ხურცილავას ცხედარი ქალაქის ერთ-ერთ უბანში, ნიკეას დასახლებაში ნახეს.
მოკლულს 36 ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
წინასწარი ინფორმაციით, დანაშაული უკვე გახსნილია, დაკავებულია ეჭვმიტანილიც.
ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულში ეჭვმიტანილი მოკლულის თანატოლია. მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.