ზემო ფონიჭალაში კანალიზაციის მილის დაზიანების გამო, 70-ე სკოლაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.
დაბინძურებული წყალი ზედაპირზე ამოდის და საცხოვრებელ სახლებამდე აღწევს.
ადგილზე "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" და გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებიან.
კრწანისის რაიონის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი ვარაუდობს, რომ მომხდარის გამომწვევი მიზეზი, გარდაბანში არსებული სასაკლაოა, რომელიც არასანქცირებულად არის მიერთებული GWP-ის ქსელზე.
"ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლის თქმით, თელეთში არსებული სასაკლაო არასანქცირებული მიერთების გამო, არა ერთხელ დაჯარიმდა და არ გამორიცხავს, რომ მათ მომსახურება შეუჩერდეს.