დღეს, 12 ივლისს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მსახიობ ნიკო გომელაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რუსთაველის თეატრიდან აცნობეს, საღამოზე მსახიობის წიგნის "უბის ლექსი" პრეზენტაციაზე გადაღებული ფილმის ჩვენება მოეწყობა.
საღამო ნიკო გომელაურს 40 წელის იუბილეს ეძღვნება, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ნიკო გომელაური 13 აპრილის, 40 წლის ასაკში, ხანგძლივი ავადმყოფობის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაიცვალა. იგი ფილტვის სიმსივნით იყო დაავადებული. გომელაური 1970 წელს, 12 ივლისს თბილისში დაიბადა. 1992 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის და თავისუფალი თეატრის მსახიობი კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი იყო.
2001 წელს მან ლექსების პირველი კრებული გამოუშვა, სულ კი ლექსების ოთხი კრებული აქვს გამოშვებული.