რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი რუსი ტურისტი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „აბხაზია-ინფორმი“ იტყობინება. ინციდენტი სოხუმში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 80 წლის ანა შახანოვა მე-5 სართულის აივნიდან გადავარდა. მეზობლების ჩვენებით, მოხუცმა ქალმა სავარაუდოდ გონება დაკარგა. შემთხვევის ადგილზე დეფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.