ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით, მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა.
ექიმების განცხადებით, პატრულის თანამშრომლებს ძირითადად დაჟეჟილობები აღენიშნებოდათ. ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, იგი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალშია მოთავსებული. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და კლინიკა უკვე დატოვა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.