შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გამოცხადდა საშტორმო მდგომარეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყველა საგუშაგოზე აღიმართა წითელი ალმები. ზღვაში შესვლა, შესაბამისად, აკრძალულია.
წყალზე მაშველები, რამდენიმე ენაზე, სიტყვიერადაც აფრთხილებენ მოქალაქეებს მოსალოდნელი შტორმის შესახებ.
საშტორმო მდგომარეობის მოხსნისთანავე, საგუშაგოებზე თეთრი ალმები აღიმართება