ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მოზარდია.
დაშავებულები ბათუმის რეფერალურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ნაწილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, ნაწილმა კი სამედიცინო დაწესებულებას თავად მიმართა. მოზარდი კი დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა, ე.წ. ტრაილერი და მიკროავტობუსი შეეჯახა.
შემთხვევა ბათუმი-ხელვაჩაურის ცენტრალურ ავტომაგისტრალთან, ხახულის ქუჩის გადასახვევზე მოხდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარე ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.