დღეს, 9 ივლისს, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი სოფელ ალექსეევკასთან მდებარე ეკლესიაში მიმდინარე საპროექტო-გაწმენდითი სამუშაოს დროს აღმოჩენილ XIII საუკუნის ვერცხლის ორნამენტირებულ კანდელს ადგილზე შეაფასებს.
ექსპონატის უნიკალურობას მისი სიძველისა და შესრულების ტექნოლოგიის გარდა, დაქარაგმებული განსაზღვრავს ასომთვარული წარწერა - "წმინდაო კვირიკე და ივლიტა დრანეთისაო მეოხ ეყავ შემწირველსა". სწორედ წარწერა გვკარნახობს ალექსეევკის უძველს ტოპონიმიკას - დრიანეთს, როგორც სოფლის უძველს სახელს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, სოფელ "ალექსეევკა-დრიანეთის" ეკლესიის საპროექტო-კვლევითი-გაწმენდითი სამუშაო რამდენიმე თვეა მიმდიანარეობს. რამდენიმე დღის წინ უნიკალური კანდელი ძეგლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, ჩაქცეული კრამიტისა (სახურავის) და ნანგრევი ქვა-ღორღის (კამარის) ფენებს შორის აღმოჩნდა. პალეოგრაფიული ნიშნებისა და ორნამენტის მოტივის მიხედვით, კანდელი განვითარებული შუასაუკუნეებით თარიღდება მისი ანალოგიები იშვიათია სამეცნიერო პუბლიკაციებში და მუზეუმის ფონდებში.
დრანეთის კანდელი შუასაუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშს წარმოადგენს.