ზუგდიდში, ლაზის ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ოჯახში მარტოხელა მამაკაცი ცხოვრობდა, რომელიც შეუძლოდ იყო.
ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულნი და ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახდინეს.
საზოგადაოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მამაკაცი ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის რეფერალურ საავადმყოფოში შოკური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. როგორც ექიმები აცხადებენ, მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.