ბათუმში, ავტომობილში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი, სავარუდოდ გულის შეტევით დაიღუპა.
შემთხვევა ლერმონტოვისა და მოსკოვის ქუჩების კვეთაში მოხდა. ამ წუთისთვის, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითდაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.