ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ მალანიას ხელმძღვანელობით მუშაობა დილის 8-ისნახევრიდან განაახლა. დღის ბოლომდე იგეგმება ხანძრის კერების სრული ლიკვიდაცია.
დილის 6 საათიდან ცოცხალი ძალა რამოდენიმე მიმართულებით გაიშალა. სრულად ლოკალიზებულია ცეცხლის ყველა კერა და მიმდინარეობსსალიკვიდაციო სამუშაოები. სამუშაოებში ჩართულია 500-მდე მეხანძრე-მაშველი და გდდ-ს თანმშრომელი. ასევე, სამუშაოებს აწარმოებს მძიმეტექნიკა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების დაქსელვა და მიწის ნიადაგის დამუშავება. დილიდან მუშაობს 2 ვერტმფრენი.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, 3-4 დღის განმავლობაში მეხანძრე-მაშველების მიერმოხდება ხანძრის სრული პერიმეტრის დამუშავება.