სვანეთში, თეთნულდზე პირველი თოვლი მოვიდა.
თოვლი მთაში ზღვის დონიდან 3000 მეტრზე სამთო სათხილამურო ტრასაზე მოვიდა. მთის კალთებზე თოვლის საფარი საკმაოდ ჩანს.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ნელი ნავერიანის თქმით, მთაში თოვა წელს უჩვეულოდ ადრე დაიწყო, რაც წლევანდელმა უამინდობამ განაპირობა.
„ბარიდან ჩანს, რომ მთის კალთები დაფარულია თოვლით. შარშან ოქტომბრის დასაწყისში მოვიდა პირველი თოვლი“, - განაცხადა გამგებლის მოადგილემ.