მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მერვე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევ მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახნენ. ავტობუსი საქართველოში სომხეთიდან მოდიოდა.
დაღუპულები არიან მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მგზავრი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.