ბათუმში დილიდან გადაუღებლად წვიმს. წვიმის შედეგად დაიტბორა ე.წ. ჭაობის დასახლება, ის ადგილები სადაც სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, შტორმის სიმძლავრე ზღვაზე 4-5 ბალს აღწევს.
ადგილზე გასულები არიან სპეციალისტები და ქალაქში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რათა წყლის დაგუბება არ მოხდეს.
წვიმისა და ქარის შედეგად სანაპიროზე ერთ-ერთი ღამის კლუბის შენობაც დააზიანა.