საგარეჯოში, სოფელ ბადიაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევას 17 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, Honda-ს და Ford-ის მარკის საპირისპირო გზაზე მოძრავი მანქანები ერთანეთს შეეჯახნენ. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ Honda-ს ავტომობილის მგზავრი ადგილზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.