კახეთში ხანძარს სამ ადგილას - ართანასთან, შილდასთან და ხახაბოსთან ებრძვიან.
სოფელ ართანასთან ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია ავიაცია. ხანძრის ლიკვიდირების სამუშაოებს, რომელიც უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს ძლიერი დაკვამლიანება ართულებს. ადგილზე მუშაობს ორი ირანული და ერთი ქართული ვერტმფრენი.
რაც შეეხება შილდას, ამჟამინდელი ინფორმაციით ხანძრის კერა ლოკალიზებულია და ე.წ მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. მეხანძრეების განცხადებით, ხანძრის ლიკვიდირება დღის ბოლომდე მოხერხდება.
ასევე, ცეცხლი თითქმის ლოკალიზებულია სოფელ ხახაბოსთან და იქაც ე.წ მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.