დღეს, 8 ივლისს, ბათუმის პორტში ფრანგული სამხედრო ფრეგატი "ჟან დე ვიენი" შევა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიზიტი მეგობრულია და იგი ფრანგ მეზღვაურებსა და ქართველ მესაზღვრეებს შორის სამუშაო გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.
ბათუმის პორტს ფრანგული სამხედრო ფრეგატი "ჟან დე ვიენი" 11 ივლისს დატოვებს.